პროდუქცია / თეთრი ღვინო
სპეციალური ჩამოსხმა
ილიას მეორე მოსავალი
ქისი-მწვანე
2018
ვიზუალური და ორგანოლეპტიკური დახასიათება:
თეთრი, კრიალა სხივგამტარი ღია მომწვანო ელფერი. არომატზე გაზაფხულის ყვავილების სურნელი. გემოზე მსუბუქი, გრილი თეთრი ხილის ტონები.
ტექნოლოგია:
მუხის კასრში კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო. (ღვინის დაყენების დროს არ გამოიყენება დამხმარე მასალები, მხოლოდ სულფიტები (S02) ისიც მუხის კასრის სადეზინფექციოდ).
ვენახი
2004 წელს გაშენებული ვაზი. გეოგრაფიული მდებარეობა: შიდა კახეთი. მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო. კავკასიონის მთის ძირი. ზღვის დონიდან 450 მ. ნიადაგი: მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, კორდიან -კარბონატული ხირხატი და ქვიშნარი ნიადაგი. არ საჭიროებს მორწყვას.