პროდუქცია / - საკოლექციო

სპეციალური ჩამოსხმა

“Best Vintage” სავაჭრო ნიშნის ქვეშ გაერთიანებულია წლის მოსავლის საუკეთესო ღვინოები, რომლებიც შესულია ჭოტიაშვილების ოჯახის კოლექციაში. ყველა ბოთლი გადის მკაცრ კონტროლს, გააჩნია ინდივიდუალური ნომერი და მეღვინის ხელმოწერა.

რქაწითელი Best Vintage

2017

ვიზუალური და ორგანოლეპტიკური დახასიათება:

ქარვისფერი, კრიალა სხივგამტარი თბილი ფერი. არომატზე შემოდგომის ყვავილების და პურის თავთავისსურნელი. გემო ძლიერი გაჯერებული მთრიმლავი ნივთიერებებით, ხანგრძლივი და გამყოლი.

ტექნოლოგია:

მქვევრში კახური ტრადიციული ტექნოლოგიით, სრულ ჭაჭა-კლერტზე 7 თვიანი მაცერაციით. ღვინო ჩამოსხმულია ფილტრაციის გარეშე.

ვენახი

1980 წელს გაშენებული ვაზი. შიდა კახეთი. მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო. კავკასიონის მთის ძირი. ზღვის დონიდან 480მ.