პროდუქცია / ქარვისფერი ღვინო

სპეციალური ჩამოსხმა

ჩიტისთვალა

2017

ვიზუალური და ორგანოლეპტიკური დახასიათება:

დახასიათება: ოქროს კრიალა სხივგამტარი თბილი ფერი. არომატზე ზაფხულის თეთრი ხილის სურნელი. გემო რბილი, გაჯერებული ზაფხულის ხილის მრავალფეროვანი ასორტიმენტით.

ტექნოლოგია:

ქვევრში კახური ტრადიციული ტექნოლოგიით, სრულ ჭაჭა-კლერტზე 6 თვიანი მაცერაციით. დავარგებულია ფრანგული მუხის კასრში 3 თვით (ღვინის დაყენების დროს არ გამოიყენება დამხმარე მასალები, მხოლოდ სულფიტები (S02) ისიც ქვევრის სადეზინფექციოდ) ღვინო ჩამოსხმულია ფილტრაციის გარეშე.

კერძი:

კარგად ეხამება ყველს, იხვისა და ღორის ხორცს.

ვენახი

2002 წელს გაშენებული ვაზი. გეოგრაფიული მდებარეობა: შიდა კახეთი. მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო. კავკასიონის მთის ძირი. ზღვის დონიდან 450 მ. ნიადაგი: მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, კორდიან -კარბონატული ხირხატი და ქვიშნარი ნიადაგი. არ საჭიროებს მორწყვას.