პროდუქცია / ქარვისფერი ღვინო

რჩეული ქვევრი

ხიხვი

2016

ვიზუალური და ორგანოლეპტიკური დახასიათება:

დახასიათება: ქარვისფერი, კრიალა სხივგამტარი თბილი ფერი. არომატზე შემოდგომის ხილის სურნელი. გემო ძლიერი გაჯერებული მთრიმლავი ნივთიერებებით, ხანგრძლივი და გამყოლი.

ტექნოლოგია:

ქვევრში კახური ტრადიციული ტექნოლოგიით, სრულ ჭაჭა-კლერტზე 8 თვიანი მაცერაციით. ( ღვინის დაყენების დროს არ გამოიყენება დამხმარე მასალები, მხოლოდ სულფიტები (S02) ისიც ქვევრის სადეზინფექციოდ) ღვინო ჩამოსხმულია ფილტრაციის გარეშე.

ვენახი

2002 წელს გაშენებული ვაზი. გეოგრაფიული მდებარეობა: შიდა კახეთი. მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო. კავკასიონის მთის ძირი. ზღვის დონიდან 450 მ. ნიადაგი: მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, კორდიან -კარბონატული ხირხატი და ქვიშნარი ნიადაგი. არ საჭიროებს მორწყვას.