პროდუქცია / წითელი ღვინო

რჩეული ქვევრი

საფერავი

2016

ვიზუალური და ორგანოლეპტიკური დახასიათება:

მუქი წითელი, არომატზე წითელი ზაფხულის კენკროვანი ხილის არომატები. გემოზე ძლიერი მთრიმლავი ნივთიერებებით, მაღალ მჟავიანი. ხანგრძლივი და გამყოლი.

ტექნოლოგია:

ქვევრში კახური ტრადიციული ტექნოლოგიით, სრულ ჭაჭა-კლერტზე 3,5 თვიანი მაცერაციით. (ღვინის დაყენების დროს არ გამოიყენება დამხმარე მასალები, მხოლოდ სულფიტები (S02) ისიც ქვევრის სადეზინფექციოდ) ღვინო ჩამოსხმულია ფილტრაციის გარეშე.

ვენახი

1990 წელს გაშენებული ვაზი. გეოგრაფიული მდებარეობა: შიდა კახეთი. მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო. კავკასიონის მთის ძირი. ზღვის დონიდან 480 მ. ნიადაგი: მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, კორდიან -კარბონატული ხირხატი და ქვიშნარი ნიადაგი. არ საჭიროებს მორწყვას.