პროდუქცია / - საკოლექციო
სპეციალური ჩამოსხმა SB
SB-ს ნიშნის ქვეშ გაერთიანებულია მოსავლის საუკეთესო ნიმუშები. ყოველი ბოთლი გადის მკაცრ კონტროლს და გაყიდვაში დაიშვება მხოლოდ ენოლოგის ხელმოწერის შედეგად. რაოდენობა ლიმიტირებულია, ყველა ბოთლს გააჩნია უნიკალური ნომერი..
.
საფერავი Special Bottled
2017
ვიზუალური და ორგანოლეპტიკური დახასიათება:
მუქი წითელი, არომატზე წითელი ზაფხულის კენკროვანი ხილის არომატები. გემოზე ძლიერი მთრიმლავი ნივთიერებებით, მაღალ მჟავიანი. ხანგრძლივი და გამყოლი.
ტექნოლოგია:
ქვევრში კახური ტრადიციული ტექნოლოგიით, სრულ ჭაჭა-კლერტზე 3,5 თვიანი მაცერაციით. (ღვინის დაყენების დროს არ გამოიყენება დამხმარე მასალები, მხოლოდ სულფიტები (S02) ისიც ქვევრის სადეზინფექციოდ) ღვინო ჩამოსხმულია ფილტრაციის გარეშე.
ვენახი
1990 წელს გაშენებული ვაზი. გეოგრაფიული მდებარეობა: შიდა კახეთი. მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო. კავკასიონის მთის ძირი. ზღვის დონიდან 480 მ. ნიადაგი: მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, კორდიან -კარბონატული ხირხატი და ქვიშნარი ნიადაგი. არ საჭიროებს მორწყვას.