პროდუქცია / - საკოლექციო
სპეციალური ჩამოსხმა
“Best Vintage” სავაჭრო ნიშნის ქვეშ გაერთიანებულია წლის მოსავლის საუკეთესო ღვინოები, რომლებიც შესულია ჭოტიაშვილების ოჯახის კოლექციაში. ყველა ბოთლი გადის მკაცრ კონტროლს, გააჩნია ინდივიდუალური ნომერი და მეღვინის ხელმოწერა.
საფერავი Best Vintage
2017
ვიზუალური და ორგანოლეპტიკური დახასიათება:
ბროწეულის ფერი, არომატზე მსუბუქი და მრავალფეროვანი მწიფე ხილის ტონები. ხანგრძლივი და გამყოლი გემო.
ტექნოლოგია:
ქვევრში კახური ტრადიციული ტექნოლოგიით, სრულ ჭაჭა-კლერტზე 3,5 თვიანი მაცერაციით. ღვინო ჩამოსხმულია ფილტრაციის გარეშე.
ვენახი
1980 წელს გაშენებული ვაზი. გეოგრაფიული მდებარეობა: შიდა კახეთი. მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო. კავკასიონის მთის ძირი. ზღვის დონიდან 480 მ.