პროდუქცია / ქარვისფერი ღვინო
რეზერვი
რქაწითელი
2009
ვიზუალური და ორგანოლეპტიკური დახასიათება:
მუქი ქარვისფერი, კრიალა სხივგამტარი თბილი ფერი. არომატზე ხმელი სუნელების სურნელი. გემო ძლიერი გაჯერებული მთრიმლავი ნივთიერებებით, ხანგრძლივი და გამყოლი.
ტექნოლოგია:
ქვევრში კახური ტრადიციული ტექნოლოგიით, სრულ ჭაჭა-კლერტზე 7 თვიანი მაცერაციით. ღვინის დაყენების დროს არ გამოიყენება დამხმარე მასალები, მხოლოდ სულფიტები (S02) ისიც ქვევრის სადეზინფექციოდ. ღვინო ჩამოსხმულია ფილტრაციის გარეშე.
ვენახი
ვენახი გაშენებულია 1975 წელს.მდებარეობს: შიდა კახეთი, მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო, კავკასიონის მთის ძირი. ზღვის დონიდან 450 მეტრი. ნიადაგი: მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, კორდიან -კარბონატული ხირხატი და ქვიშნარი ნიადაგი. არ საჭიროებს მორწყვას.