პროდუქცია / ქარვისფერი ღვინო
რჩეული ქვევრი
მწვანე
2016
ვიზუალური და ორგანოლეპტიკური დახასიათება:
ქარვისფერი, კრიალა სხივგამტარი თბილი ფერი. არომატზე შემოდგომის ყვავილების სურნელი. გემო ძლიერი გაჯერებული მთრიმლავი ნივთიერებებით, ხანგრძლივი და გამყოლი.
ტექნოლოგია:
ქვევრში კახური ტრადიციული ტექნოლოგიით, სრულ ჭაჭა-კლერტზე 8 თვიანი მაცერაციით. ( ღვინის დაყენების დროს არ გამოიყენება დამხმარე მასალები, მხოლოდ სულფიტები (S02) ისიც ქვევრის სადეზინფექციოდ) ღვინო ჩამოსხმულია ფილტრაციის გარეშე.
ვენახი
1980 წელს გაშენებული ვაზი. გეოგრაფიული მდებარეობა: შიდა კახეთი. მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო. კავკასიონის მთის ძირი. ზღვის დონიდან 480 მ. ნიადაგი: მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, კორდიან -კარბონატული ხირხატი და ქვიშნარი ნიადაგი. არ საჭიროებს მორწყვას.