პროდუქცია / წითელი ღვინო
სპეციალური ჩამოსხმა
თავკვერი - საფერავი
თავკვერი 50% - საფერავი 50%
2017
ვიზუალური და ორგანოლეპტიკური დახასიათება:
ღია წითელი, არომატზე წითელი ხილის ტონები. გემოზე ოდნავ მაღალი მჟავიანობით და ძლიერი მთრიმლავი ნივთიერებებით, ხანგრძლივი და გამყოლი გემო.
ტექნოლოგია:
ქვევრში კახური ტრადიციული ტექნოლოგიით, სრულ ჭაჭა-კლერტზე 3,5 თვიანი მაცერაციით. შემდეგ დავარგებულია კავკასიურ მუხის კასრში 3 თვის განმავლობაში( ღვინის დაყენების დროს არ გამოიყენება დამხმარე მასალები, მხოლოდ სულფიტები (S02) ისიც ქვევრისდა კასრის სადეზინფექციოდ) ღვინო ჩამოსხმულია ფილტრაციის გარეშე.
ვენახი
1980 წელს გაშენებული ვაზი. გეოგრაფიული მდებარეობა: შიდა კახეთი. მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო. კავკასიონის მთის ძირი. ზღვის დონიდან 450 მ. ნიადაგი: მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, კორდიან -კარბონატული ხირხატი და ქვიშნარი ნიადაგი. არ საჭიროებს მორწყვას.