პროდუქცია / წითელი ღვინო
სპეციალური ჩამოსხმა
ბუდეშური საფერავი
2017
ვიზუალური და ორგანოლეპტიკური დახასიათება:
მუქი წითელი, არომატზე წითელი კენკროვანი ხილის არომატები. გემოზე ოდნავ მაღალი მჟავიანობით და ძლიერი მთრიმლავი ნივთიერებებით, ხანგრძლივი და გამყოლი გემო.
ტექნოლოგია:
ქვევრში კახური ტრადიციული ტექნოლოგიით, სრულ ჭაჭა-კლერტზე 3,5 თვიანი მაცერაციით. ( ღვინის დაყენების დროს არ გამოიღენება დამხმარე მასალები, მხოლოდ სულფიტები (S02) ისიც ქვევრის სადეზინფექციოდ) ღვინო ჩამოსხმულია ფილტრაციის გარეშე.
ვენახი
1980 წელს გაშენებული ვაზი. გეოგრაფიული მდებარეობა: შიდა კახეთი. მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო. კავკასიონის მთის ძირი. ზღვის დონიდან 480 მ. ნიადაგი: მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, კორდიან -კარბონატული ხირხატი და ქვიშნარი ნიადაგი. არ საჭიროებს მორწყვას.